"სილქტივის" უფასო სერვისს – "საშინაო სკოლას" ორი ახალი საგანი - გეოგრაფია და ისტორია დაემატა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს საშუალება აქვთ სასურველ დროს მოისმინონ სასკოლო საგნების 15-20 წუთიანი ვიდეო-გაკვეთილები.
სალექციო ხასიათის ვიდეო–გაკვეთილები, რომელსაც მეცნიერები და პროფესიონალი პედაგოგები კითხულობენ, ეროვნულ სასწავლო გეგმას შეესაბამება. მომხმარებელი ირჩევს საგანს, კლასს და გაკვეთილს. მისი ნახვა, დაპაუზება და გადახვევა ნებისმიერ დროს შესაძლებელია.
საქართველოს მასშტაბით, "სილქტივის" ყველა მომხმარებლისთვის "საშინაო სკოლა" ხელმისაწვდომია უფასოდ. მომხმარებელს 4 საგნის - ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე მათემატიკის, გეოგრაფიის და ისტორიის საგნების ნახვა შეუძლია. 2012 წლის ივლისამდე ვიდეოგაკვეთილებს ეტაპობრივად ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია და ინგლისური დაემატება.

















