კომპანიამ "იტერა–საქართველო" მცხეთის რაიონის სოფელი წილკანის გაზიფიცირების პირველი ეტაპი დაასრულა.
სამუშაოები დღეს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
კომპანიამ სამუშაოები საპრეზიდენტო პროგრამის "გაზი ყველა სოფელში" ფარგლებში შეასრულა. პირველ ეტაპზე არსებულ გაზსადენის რეაბილიტაცია განხორციელდა, რომლის საშუალებითაც სოფელ წილკანში მცხოვრებ 200 ოჯახს საშუალება ეძლევა ბუნებრივი აირი მიიღოს. განხორციელებული სამუშაოების ღირებულებამ 80 ათასი ლარი შეადგინა.
პროექტის მეორე ეტაპზე ახალი გაზსადენი აშენდება, რითაც სოფელ წილკანის გაზიფიცირება დასრულდება და ბუნებრივ აირს 1 200 ოჯახი მიიღებს.
გარდა ამისა, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.

















