ZARA-ს ბრენდის პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია დღეს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება.
პრესკონფერენციას AlHokair ჯგუფის-ის გენერალური დირექტორი გაუძღვება. Alhokair ჯგუფი საქართველოში კომპანიის Inditex-ის ოფიციალური წარმომადგენლობაა, რომელსაც საქართველოს ბაზარზე მასში გაერთიანებული 6 ბრენდი - ZARA, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Oysho, Pull & Bear and Uterque შემოჰყავს.
„თბილისი მოლში“ ZARA-ს პირველი ოფიციალური მაღაზიის გახსნა იგეგმება, ხოლო 7 აპრილიდან ქართველ მომხმარებლებს ამ ბრენდის პროდუქციის შეძენა შეეძლებათ. მაღაზიის სეგმენტი მრავალფეროვანი იქნება, პროდუქცია განკუთვნილია, როგორც ქალებისთვის და მამაკაცებისთვის, ასევე ბავშვებისთვისაც.
ZARA-ს ბრენდი მსოფლიოს 78 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

















