ინდოეთის ტუროპერატორებისა და მსხვილი კორპორაციების წარმომადგენლების დელეგაცია საქართველოს ხვალ ეწვევა.
როგორც "ნიუსპრესს" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, ინდოელი სტუმრებისთვის საქართველოს მასშტაბით საინფორმაციო ტური მოეწყობა, რომლის ფარგლებშიც ისინი თბილისს, მცხეთას, ბათუმს, გუდაურს, კახეთსა და იმერეთს დაათვალიერებენ.
ვიზიტის ფარგლებში, ინდოელი ტუროპერატორების წარმომადგენლები ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მაია სიდამონიძესა და საინვესტიციო სააგენტოს დირექტორს ქეთევან ბოჭორიშვილს შეხვდებიან.
ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, მსოფლიოში ინდოელი ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც ტურისტული ქვეყნებისთვის შემოსავლების ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

















