2012 წლის პირველ კვარტალში საქართველოს 680 ათასამდე ვიზიტორი ეწვია, რაც 2011 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს დაახლოებით 40%-ით აღემატება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წელს საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობამ 2 822 363 შეადგინა.
2012 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და ირანიდან ჰყავდა. ასევე, ვიზიტორთა მატება იყო ევროკავშირის ქვეყნებიდან.
დაინტერესება გაიზარდა ავსტრიის მოქალაქეებისგან და 35%-ით მეტი იყო აშშ-ს მოქალქეთა კატეგორია.
სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია საქართველოთი დაინტერესება რუსეთის მოქალაქეების მხრიდანაც.
2012 წლის 1 მარტიდან, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ძალაში შევიდა რუსეთის მოქალაქეებისთვის მიმოსვლის უვიზო რეჟიმი, რამაც მარტში რუსეთიდან ვიზიტორების ოდენობა გაასამმაგა.

















