მიმდინარე წლის თებერვალი საქართველოს საბანკო სექტორმა მოგებით დაასრულა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნულ თვეში ბანკების წმინდა მოგებამ 12.3 მლნ ლარი
შეადგინა.
2012 წლის 1 მარტის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 9.8 მლნ ლარით, ანუ 0.1 პროცენტით გაიზარდა და 12.7 მლრდ ლარი შეადგინა.
საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 2.2 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 17.4 პროცენტია.
უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 77.3 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 16 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 – უცხოური ბანკის ფილიალით.

















