სახელმწიფო ბიუჯეტში მიმდინარე წლის თებერვალში 404.3 მლნ ლარი შევიდა. ამავე პერიოდში ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯი კი - 474.7 მლნ ლარს შეადგენს.
თებერვლის ეკონომიკური სტატისტიკა "საქსტატმა" გამოაქვეყნა. აღნიშნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში თებერვალში 3 854 ახალი საწარმო დარეგისტრირდა. წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებლებთან შედარებით, იგი 1 პროცენტით მცირეა.
დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა კი, თებერვალში 2 887,7 მლნ ლარზე დაფიქსირდა, რაც შარშანდელი თებერვლის ბრუნვაზე 14.6 პროცენტითაა გაზრდილი.
წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკა თებერვლაში 7.2 პროცენტით გაიზარდა.

















