საქართველოში 2006-2011 წლები გამრიცხველიანების პროცესი ქართული ელექტროსადენებით განხორციელდა, რომელიც კომპანია "საქკაბელის" მიერაა წარმოებული.
მენეჯმენტის ინფორმაციით, კომპანიამ რუსული, უკრაინული, თურქული, ჩინური და სხვა იმპორტული პროდუქცია ჩაანაცვლა.
გარდა ამისა, ადგილობრივად წარმოებული ელექტროსადენებით მოეწყო თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, თელავში, გუდაურში, სიღნაღში, მესტიაში გარეგანათების სისტემა.
2009 წელს კი, მთლიანად ჩანაცვლდა რუსეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი ენერგომომარაგების "საქრუსენერგოს" რუსული წარმოების სადენები "საქკაბელის" პროდუქციით.
კომპანია "საქკაბემლმა" სრული ფუნქციონირება 2006 წლიდან დაიწყო. იგი 74 ტიპის 2000-ზე მეტი დასახელების ასორტიმენტს აწარმოებს.

















