კომპანია “მაგთიკომის” თანამგზავრული ტელევიზიის „მაგთისატის“ სამომხმარებლო პაკეტებს მსოფლიოს ორი წამყვანი სპორტული ტელეარხი - Setanta Sports და NBA TV დაემატა.
აღნიშნული არხების ტრანსლაცია SES-ის კუთვნილი ASTRA თანამგზავრის მეშვეობით მოხდება და იგი ქართველი ტელემაყურებლისთვის პირველად გახდება ხელმისაწვდომი.
როგორც „ნიუსპრესს“ „მაგთიკომიდან“ აცნობეს, „მაგთისატი“ მაყურებელს Setanta Sports-ს და NBA TV-ს სტანდარტული გარჩევადობით სასტარტო და ძირითად პაკეტების ფარგლებში სთავაზობს, ხოლო მაღალი გარჩევადობით - HD პაკეტის ფარგლებში. პაკეტებით სარგებლობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა შესაძლებელი.
„ეს სიახლე განსაკუთრებით საინტერესოა რეგიონის მოსახლეობისთვის, სადაც აქამდე მსგავსი ტელეარხების ყურების საშუალება არ არსებობდა” - განაცხადა „მაგთიკომის“ გენერალურმა დირექტორმა დევიდ ლიმ.
„მაგთისატი“ სპორტულ ტელეარხებს საზოგადოებას დღეს „მაგთიკლუბში“ წარუდგენს.

















