ევროკავშირის პროექტის - TAIEX-ის მხარდაჭერით, 2-5 აპრილს „საქპატენტის“ დელეგაცია საფრანგეთში, ადგილწარმოშობისა და ხარისხის ეროვნულ ინსტიტუტში (INAO) სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება.
როგორც „ნიუსპრესს“ „საქპატენტიდან“ აცნობეს, დელეგაციას „საქპატენტის“ თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე უხელმძღვანელებს. სამუშაო შეხვედრებზე ქართული მხარე სოფლის მეურნეობის პროდუქციის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისა და დაცვის მიმართულებით საფრანგეთის გამოცდილებას გაიზიარებს.
„საქტაპენტის“ ინფორმაციით, აღნიშნული ვიზიტისას მნიშვნელოვანია საფრანგეთის, როგორც ევროპაში ადგილწარმოშობის დასახელებების რეგისტრაციის რაოდენობით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება.
ვიზიტის ფარგლებში, გათვალისწინებულია მევენახეობის რეგიონების -შამპანისა და ბორდოს დათვალიერება. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები INAO-ს დირექტორთან ჟან ლუი ბუერთან.

















