ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით, 2012 წლის თებერვალში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ წინა წლის თებერვალთან შედარებით, 7,2 % შეადგინა.
როგორც „ნიუსპრესს“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს, იანვარ-თებერვლის მიხედვით კი, ეკონომიკა ერთ წელში 6,7 %-თაა გაზრდილი.
მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის I კვარტლის დაზუსტებული მონაცემები მიმდინარე წლის 19 ივნისს გამოქვეყნდება.
2012 წლიდან „საქსტატმა“ ეკონომიკის ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასებების წარმოება დაიწყო, რომელიც დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, დეფლატორის, ფისკალური და მონეტარული მონაცემების საფუძველზე იანგარიშება.

















