სასტუმრო "რედისონში"ახალი კერძო საინვესტიციო ფონდის პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაციას კავკასიის კერძო ინვესტირების ფონდი და ფინანსური ინსტიტუციები EBRD, IFC,
FMO და BSTDB მართავს.
ღონისძიებას მცირე საწარმოების მხარდამჭერი ფონდისა და კავკასიის ზრდის ფონდის წარმომადგენლები დაესწრებიან.
კავკასიის კერძო ინვესტირების ფონდი პირველი ინსტიტუციონალური კერძო ინვესტირების ფონდი იქნება. მისი მუშაობა კი, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში იმ მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დაფინანსებაზე იქნება ორიენტირებული, რომლის მიზანიც გრძელვადიან პერსპექტივაში კაპიტალის გაზრდაა.
ფონდი კორპორაციული მართვის გაუმჯობესების გზით, სასესხო და კაპიტალის ტიპის დაფინანსებას უზრუნველყოფს.

















