ქართული ბაზარი წლის განმავლობაში 300 ტონა ქართული პომიდვრით მომარაგდება. ამის შესახებ განცხადება დღეს ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა
ზაზა გოროზიამ გააკეთა.
მისი თქმით, წეროვანში 900 ათას კვადრატზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა გაკეთდა, სადაც პომიდორი მოდის, მომავალში კი - შესაძლებელია 6 ჰექტარზეც დაირგოს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნულ 6 ჰექტარზე შესაძლებელი იქნება 1800 ტონა პომიდვრის აღება.
მისი თქმით, გლეხებს ჩითილების შეძენა ბათუმში სანერგე, საჩითილე მეურნეობაში შეუძლიათ.
სოფლის მეურნეობის მინისტრი დეპუტატებს საგაზაფხულო სამუშაოებზე და სასათბურე მეურნეობებზე ინფორმაციას აწვდის.

















