კომპანია "საქკაბელი" ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში მონაწილეობს.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის გიორგი ყაველაშვილის
განმარტებით, სექტორის განვითარებასთან ერთად ქვეყანაში დამხმარე საწარმოებიც ვითარდება.
"ცნობილია, რომ 15 ახალი ჰესი შენდება. ენერგეტიკის სექტორის აქტივობებმა ქვეყანაში დამხმარე საწარმოების შექმნა განაპირობა, რომელიც ჰესებისთვის საჭირო პროდუქციას აწარმოებენ. დარგში შექმნილმა მდგომარეობამ მშენებლობასთან კავშირში მყოფი ბიზნესის განვითარების აუცილებლობა განაპირობა, ამის მაგალითი კომპანია "საქკაბელია, რომელიც იმპორტს უკვე ანაცვლებს" - განაცხადა მან.
2012 წელს კომპანია "საქკაბელი" გაფართოებასა და პროდუქციის რეალიზაციის ზრდას, ასევე საკუთარი ბრენდირებული მაღაზიების გახსნას გეგმავს. დღესდღეობით, იგი 74 ტიპის 2 000-ზე მეტი დასახელების ასორტიმენტს აწარმოებს.

















