საქართველომა მერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაასრულა.
"საქპატენტის" ინფორმაციით, აშშ-ს საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყებამ საქართველოს სახელზე უკვე 12 ქართული ღვინის დასახელებაზე დამცავი დოკუმენტები გასცა. ესენია - "ხვანჭკარა", "ქინძმარაული", "წინანდალი", "ახაშენი", "ყვარელი", "მანავი", "თელიანი", "გურჯაანი", "კახური", "მუკუზანი", "ტვიში", "ვაზისუბანი".
უახლოეს თვეებში დასრულდება ასევე დანარჩენი 6 დასახელების რეგისტრაციის პროცესი.
რეგისტრაციით საქართველოს სახელმწიფოს განსაკუთრებული უფლება ენიჭება აშშ-ს ტერიტორიაზე ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირები განსაზღვროს და დასახელებების უკანონო გამოყენების ფაქტები აკრძალოს.

















