საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ედვარდ გარდნერი და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თენგიზ ცეკვავა დღეს ბრიფინგს გამართავენ.
როგორც „ნიუსპრესს“ საქსტატიდან აცნობეს, ბრიფინგის მთავარი თემა საქართველოს ეკონომიკურ და ფინანსურ სტატისტიკაში მონაცემთა ხარისხის დაცვის მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშია.
ბრიფინგი სავალუტო ფონდის ოფისში იგეგმება.

















