საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი მსოფლიოში ლიდერი ებრაული კომპანიების - "ნაისისა" და "დისენტეკის"
გენერალურ დირექტორებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ იმსჯელეს, სადაც შესაძლოა აღნიშნული კომპანიების მომსახურება იქნეს გამოყენებული.
"ნაისი" უსაფრთხოების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. სწორედ აღნიშნული კომპანია უზრუნველყოფს ნიუ-იორკის აეროპორტის, ეიფელის კოშკის, ჩიკაგოს პოლიციის უსაფრთხოების სისტემების დაცვას. იგი 150 ქვეყნაში ოპერირებს და 25 000-მდე ორგანიზაციას ემსახურება.
კომპანია "დესინტეკი" Hi-tech-ის პროდუქციის წარმოების სფეროში ერთ-ერთი ლიდერია. აღნიშნული კომპანიის მომსახურება არაერთ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, კანადაში, მექსიკაში და ა.შ გამოიყენება.
აღნიშნული კომპანიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მაღალი ხარისხის ტექნოლოგიებსა და უსაფრთხოების დაცვის მექანიზმებს ამონტაჟებენ.

















