კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები ტრენინგ კურსს გაივლიან.
როგორც "ნიუსპრესს" კონტროლის პალატადან აცნობეს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ორგანიზებით, საქართველოს კონტროლის პალატას პოლიტიკური ფინანსების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ექსპერტი მაგნუს ოხმანი ეწვია.
შვედი ექსპერტი კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს ორკვირიან ტრენინგს ჩაუტარებს.
ტრენინგების კურსი დღეს, კონტროლის პალატის თბილისის ოფისში გაიხსნება.

















