ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 30 პროცენტით გაიზარდა.
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2012 წლის იანვარ–თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 384 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 30 პროცენტით მეტია.
აღნიშნული თანხიდან ექსპორტი 68 მლნ აშშ დოლარი იყო - 13 პროცენტით მეტი წინა წლის შესაბამის მონაცემზე, ხოლო იმპორტი – 316 მლნ აშშ დოლარი - 34 პროცენტით მეტი.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის ქვეყნების წილმა 29 პროცენტი შეადგინა.
დსთ-ის ქვეყნებთან კი - საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5 პროცენტითაა მომატებული და 419 მლნ აშშ დოლარს შეადგინს. დსთ-ს ქვეყნებთან ექსპორტი 140 მლნ აშშ დოლარზე ფიქსირდება, ხოლო იმპორტი 280 მლნ აშშ დოლარზე.
მთლიანად კი, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალაში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 1 მლრდ 346 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

















