საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ერთ წელში 15 პროცენტით გაიზარდა.
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2012 წლის იანვარ–თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1 მლრდ 346 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია.
მთლიანი ვაჭრობიდან ექსპორტი 307 მლნ აშშ დოლარზე ფიქსირდება, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4 პროცენტით აღემატება.
იმპორტიკი – 1 მლრდ 38 მლნ აშშ დოლარია - 19 პროცენტით მეტი.
ამასთან, აღნიშნული პერიოდში საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 731 მლნ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი შეადგინა.

















