საფრანგეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (CCIFG) მეშვიდე გენერალური ასამბლეა დღეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში გაიმართება.
როგორც "ნიუსპრესს" პალატადან აცნობეს, ასამბლეაზე გასული წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში, ფინანსური საკითხები და 2012 წლის სამოქმედო გეგმა განიხილება.
ასამბლეაზე საბჭოს 3 წევრის ასარჩევად დაგეგმილია კენჭისყრა. პალატის პრეზიდენტს ანტუან ბარდოს კი -პრეზიდენტობის კანდიდატად მეორე ვადით წარადგენენ.
საბჭოს წევრების გარდა, შეხვედრას საფრანგეთის ახლადდანიშნული ელჩი საქართველოში რენო სალენსი, საფრანგეთის კონსული ჟერარ ანრიო, აღმოსავლეთ ევროპის 3 ქვეყნის სავაჭრო და სამრეწველო პალატების პრეზიდენტები დაესწრებიან.
ჩჩIFG არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მიზანი ქართული და ფრანგული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაა.

















