თბილისში სამორინეს მფლობელი აზარტული კლუბის სხვა რეგიონში მოწყობისას შეღავათით ისარგებლებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება "სალიცენზიო და სანებართვო
მოსაკრებლების შესახებ" კანონში შედის.
კანონპროექტით დგინდება, რომ თბილისში სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი, საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე არაუმეტეს 3 აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მისაღებად დაწესებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლდება.
აზარტული კლუბის მოწყობისთვის მოსაკრებელი წელიწადში 10 000- 50 000 ლარია. მოსაკრებლის ოდენობას ტერიტორიების მიხედვით მთავრობა დააწესებს.
აზარტულ კლუბში სპეციალურ მაგიდაზე მხოლოდ ბანქოს თამაში იქნება შესაძლებელი. მსგავს მაგიდაზე მოთამაშეები ერთმანეთს ეთამაშებიან.
აღნიშნული ცვლილებები, პარლამენტში მიღების შემდეგ, 1 მაისიდან უნდა ამოქმედდეს.

















