ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს "ბუნებრივი რესურსების სააგენტომ" სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის მიზნით რამდენიმე ლიცენზია აუქციონზე გაყიდა.
როგორც "ნიუსპრესს"სამინისტროდან აცნობეს, აუქციონზე გასაყიდად 25 ობიექტი იყო გამოტანილი. მათი საერთო საწყისი ღირებულება 360 740 ლარს შეადგენდა.
აუქციონზე 22 სალიცენზიო ობიექტი გაიყიდა, აუქციონიდან შემოსულმა თანხამ კი- 973 534 ლარი შეადგინა.

















