თებერვალში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით 34 978 ერთეული შეადგინა.
აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას საჯარო რეესტის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
2012 წლის თებერვალი 2007-2010 წლების იგივე თვესთან შედარებით ზრდით გამოირჩევა - მიმდინარე წელს 2007 წლის თებერვალთან შედარებით 18.4%-იანი, 2009 წლის თებერვალთან შედარებით კი 17.7%-ინი ზრდა იყო.
მიმდინარე წლის თებერვალში კი, 2011 წლის თებერვალთან შედარებით 2.8%-იანი კლება დაფიქსირდა.
2009 წლის თებერვალში 26 617 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია, ხოლო 2011 წლის იმავე თვეში 35 969 ტრანზაქცია განხორციელდა.
საჯარო რეესტის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, იანვართან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 7.8%-ით გაიზარდა და პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების 7.3%-იანი კლება, მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების 11%-იანმა ზრდამ დააბალანსა.

















