პიარ კლუბის ოფიციალური პრეზენტაცია ხვალ მერაბ ბერძენიშვილის საერთაშორისო ცენტრ "მუზაში"გაიმართება.
როგორც "ნიუსპრესს" კლუბიდან აცნობეს, პრეზენტაციაზე 200-მდე პიარ პრაქტიკოსია მიწვეული.
ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, სხვადასხვა წამახალისებელი გათამაშებები ჩატარდება. გამარჯვებულებს სპონსორების მიერ დაწესებული პრიზები გადაეცემათ.
პიარ კლუბი საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში დასაქმებულთა ნებაყოფლობითი გაერთიანებაა. მისი მიზანი პროფესიული ინტერესების დაცვა, სფეროს გაუმჯობესებაზე ზრუნვა, ქცევისა და ეთიკის კოდექსის შექმნა და პიარ პროფესიონალებს შორის სწორი კომუნიკაციის ჩამოყალიბებაა.
კლუბის წევრობა ნებისმიერ სფეროში დასაქმებულ პიარსპეციალისტებს შუძლიათ.
კლუბი ერთობილივ პიარ აქტივობებს რეგურალურად მოაწყობს.

















