ეროვნულ ბიზნესდაჯილდოება "მერკური 2012"-ზე რეგისტრაციის ვადა ქართული კომპანიებისთვის 24 მარტს იწურება.
როგორც "ნიუსპრესს" ეროვნული საინვესტიციო სააგენტოდან აცნობეს, წელს "მერკური 2012" გამარჯვებულებს 18 ნომინაციაში გამოავლენს.
დაჯილდოების ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარებისთვის კი - ნომინანტების შეფასების პროცესში გავლენიანი ამერიკული გამომცემლობის "Fორბეს" და "ბი სი ჯი" კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები არიან ჩართული.
ბიზნესდაჯილდოება "მერკური" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით წელს უკვე მეორედ იმართება. დაჯილდოების ცერემონიალი მაისის პირველ ნახევარში საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" ახალ პავილიონში გაიმართება.

















