საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ხვალ ურთიერთგაგების მემორანდუმს გააფორმებენ.
ხელმოწერა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შედგება. მას კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი და USAID–ის საქართველოს მისიის დირექტორი სტივენ ჰაიკინი დაესწრებიან.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, მემორანდუმის ხელმოწერით მხარეები სამართლიანი და კონკურენტული მარეგულირებელი გარემოს შესაქმნელად ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე შეთანხმდებიან.
მემორანდუმი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, არასამთავრობო სექტორთან კომუნიკაციას, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის გაღრმავებს ითვალისწინებს.

















