ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ "ილიაუნი ბიზნეს რევიუს" მიერ მომზადებული კვლევის – "საქართველოს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები და ტოპ 30 დამსაქმებელი
კომპანია" შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.როგორც "ნიუსპრესს" ილიას უნივერსიტეტიდან აცნობეს, კვლევის პროცესში საქართველოში ორ ყველაზე პოპულარულ ვებ გვერდზე – www.jobs.ge და www.hr.com.ge განთავსებული განაცხადებები პროფესიების, კომპანიების და რეგიონების მიხედვით შეისწავლეს.
კვლევაში ბიზნესის სექტორების მიხედვით ხელფასის ცვლილება, ასევე ყველა მაღალანაზღაურებადი და დაბალანაზღაურებადი პროფესიებია განხილული. კვლევა ყოველ 3 თვეში განხორციელდება.

















