პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ამტკიცებს, რომ საქართველოს მთელ მსოფლიოში ყველაზე დაბალი საგარეო ვალი აქვს.
საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას მან განაცხადა, რომ ხშირად საუბრობენ მაღალ საგარეო ვალზე.
"სინამდვილეში საქართველოს მთელს რეგიონში და შეიძლება მსოფლიოშიც კი, ყველაზე დაბალი საგარეო ვალი აქვს. აშშ-სთვის 600 მილიარდ დოლარიანი საგარეო ვალი არაფერს წარმოადგენს, საქართველოსთვის კი - დამღუპველი იქნებოდა" – განაცხადა გილაურმა.
პრემიერმა განმარტა, რომ საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში იზომება, რაც საქართველოს შემთხვევაში 31 %–ია.

















