საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება.
ქობალია ლონდონში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და ტრანსპორტის სამინისტროების წარმომადგენლებს უკვე შეხვდა.
როგორც ვერა ქობალია აღნიშნავს, ტრანსპორტის მინისტრმა საზღვაო და საავიაციო სფეროში საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ქართველი სტუდენტები ლონდონში საზღვაო და საავიაციო სფეროში გადამზადების კურსს გაივლიან.
ეკონომიკის მინისტრი ლონდონში სხვადასხვა სფეროში მომუშავე ბიზნესმენებს შეხვდება.

















