საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე ხვალ ბრიფინგს გამართავს.
როგორც "ნიუსპრესს" საქსტატიდან აცნობეს, ბრიფინგზე ჭელიძე საზოგადოებას ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს წარუდგენს.
"საქსტატის" წარმომადგენლები საქართველოს 2011 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის წლიურ წინასწარ მონაცემებსაც შეაჯამებენ.
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, წელს ქვეყანაში ეკონომიკურმა ზრდამ 8-10 პროცენტს უნდა მიაღწიოს.

















