რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" დღეს სამშენებლო
კომპანიებისა და დონორი ორგანიზაციებისთვის კონფერენცია გამართა.
კონფერენცია სახელწოდებით - "ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები სამშენებლო სფეროში" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა გახსნა.
კონფერენციის მიზანი მონაწილეებისთვის იმ ახალი ტექნოლოგიების და თანამედროვე მეთოდების გაცნობაა, რომელსაც კომპანია საავტომობილო გზების, სამოქალაქო და სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს იყენებს.
კონფერენციის ფარგლებში სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის ბრენდისა და 2011 წლის ანგარიშის პრეზენტაციაც გაიმართა.
შპს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" - "საგზაო ტექნიკის" სახელწოდებით უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს. 2011 წლის განმავლობაში, კომპანიამ საავტომობილო გზების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე სამოქალაქო და სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების სამშენებლო პროექტები განახორციელა. 2011 წელს მისი შემოსავალი წინა წელთან შედარებით, 14-ჯერ გაიზარდა.

















