საქართველოში ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს 8-10% უნდა იყოს.
ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს უმაღლესი და პროფესიული განათლების სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ეკონომიკა ბევრად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებში.
"ჩვენ არ გვაქვს ნავთობის ონკანი, რომელსაც მოვუშვებთ და იქიდან დოლარები გადმოედინება, რასაც შემდეგ ხალხს დავურიგებთ. მთავარი დოვლათი იმით იქმნება, რასაც ვაკეთებთ. ამ ყველაფერს კი, კარგი განათლებით უნდა მივაღწიოთ" - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკა კარგად ვითარდება, ნორმალურია საგადასახადო სისტემა, თუმცა, არსებობს გარკვეული ტიპის ხარვეზები, რომელთაგან მთავრი პრობლემა სიღარიბეა.

















