საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი ერთ თვეში 1 ლარით შემცირდა.
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალში საარსებო მინიმუმი
156.2 ლარზე დაფიქსირდა, ხოლო იანვარში იგი 157.2 ლარს შეადგენდა.
2012 წლის თებერვალში ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 138.3 ლარია, ორსულიანი 221.3 ლარი, ექვსულიანი და მეტი ოჯახისთვის კი - 367.9 ლარი.
ამასთან, 2011 წლის თებერვალში საარსებო მინიმუმი 158.7 ლარს შეადგენდა, ერთსულიანი ოჯახისთვის ეს მაჩვენებლი - 140.6 თეთრით იყო განსაზღვრული.
"საქსტატი" საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ანგარიშობს.

















