თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 96.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 13.3 მლნ აშშ დოლარით მეტია 2011 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91% პროცენტი იმ 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 10 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 90.4% მოდიოდა.
საქართველოში გადმორიცხული გზავნილების ოდენობის მიხედვით პირველ ხუთეულში მოხვდნენ რუსეთი, საბერძნეთი, იტალია, აშშ და უკრაინა. აქედან რუსეთზე 51.3%, საბერძნეთზე - 11.9%; იტალიაზე - 9%; აშშ-ზე - 6,3% და უკრაინაზე - 4 % მოდის.

















