ტურისტებს ქვეყნის მასშტაბით მათთვის საჭირო ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება ახალი რუკით შეეძლებათ.
როგორც "ნიუსპრესს" გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, რუკის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება.
ცენტრის ცნობით, გორში ტურისტების რაოდენობამაც იმატა. 1 წლის მანძილზე ცენტრმა დაახლოებით 8 500 უცხოელ ტურისტს უმასპინძლა.
მათივე ინფორმაციით, ტურისტების 45%-ი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთ დღით, ხოლო 20% საშუალოდ ორ დღე-ღამით რჩებოდა.
გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ვიზიტორებს გადაადგილების, განთავსებისა და კვების ობიექტების შესახებ ინფორმაციას აწვდის.

















