საქართველოს საგარეო ვაჭრობით ბრუნვამ მიმდინარე წლის ინავარ-თებერვლის წინასწარი მონაცემებით 1 მლრდ 346 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 15%-ით აღემატება.
"საქსტატის" ცნობით, აქედან ექსპორტი 4%-ით მეტი - 307 მლნ აშშ დოლარია, ხოლო იმპორტი 19%-ით მეტი - 1 მლრდ 038 მლნ აშშ დოლარი.
"საქსტატის" ინფორმაციით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის იანვარ-თებერვალში 731 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54% შეადგინა.

















