ეროვნული ბანკის 7- დღიან N21, რეფინანსირების სესხების აუქციონზე, დღეს, 300 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა.
ეროვნული ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, სესხის განაცხადი ორ კომერციულ ბანკს დაუკმაყოფილდა.
მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.25 პროცენტით, მაქსიმალური - 4.27 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი კი - 4.26 პროცენტით განისაზღვრა.