საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ბაზრების, ბაზრობების და ბაზრობის ტიპის საქმიანობით დაკავებული საწარმოების წლიური გამოკვლევა დაიწყო.
როგორც "ნიუსპრესს" სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს, გამოკვლევას ქვეყანაში მოქმედი ყველა ბაზრის ან ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტი დაექვემდებარება.
აღნიშნული გამოკვლევის შედეგად ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების საქმიანობის ამსახველი მაჩვენებლების მიიღება მოხდება.
გამოკვლევის შედეგებს საქსტატი 2012 წლის ივლისში გამოაქვეყნებს.

















