საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საწარმოთა წლიური გამოკვლევის საველე სამუშაოები დაიწყო.
საქსტატის ცნობით, გამოკვლევას ქვეყანაში მოქმედი ყველა მსხვილი საწარმო ექვემდებარება. რაც შეეხება საშუალო და მცირე საწარმოებს, ამ სფეროში კვლევა შერჩევით განხორციელდება.
კვლევის შედეგად ბიზნეს სექტორის საქმიანობის ამსახველი ეკონომიკური მაჩვენებლები სხვადასხვა ჭრილში მიიღება - ბრუნვა, პროდუქციის გამოშვება, დასაქმებულთა და დაქირავებულთა რაოდენობა, საშუალო ხელფასი, ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში და სხვა.
გამოკვლევის შედეგები მიმდინარე წლის ოქტომბრამდე გამოქვეყნდება.

















