ენერგოვაუჩერების 65,3%-ია უკვე დარიგებულია.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ვაუჩერი 792 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო.
20-ლარიანი ვაუჩერები მოსახლეობას პრეზიდენტის ინიციატივით ურიგდება. დარიგების პროცესი მარტის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
მთავრობაში განმარტავენ, რომ ვაუჩერი მოსახლეობას ცივი ზამთრით გამოწვეულ გაზრდილ დანახარჯებს მცირედით შეუმსუბუქებს. ამისთვის საჭირო თანხა სარეზერვო ფონდებიდან გამოიყო.

















