საქართველოში 2011 წელს განხორციელებული უცხოური ინვესტიციებიდან ენერგეტიკის სფეროზე 158 მლნ 100 ათასი აშშ დოლარი მოდის.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი 2010 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 12-ჯერ აღემატება.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის გიორგი ყაველაშვილის განცხადებით, ენერგეტიკის სფეროს მიმართ ინვესტორთა დაინტერესება იზრდება.
მისი თქმით, სამინისტრომ რამდენიმე დიდი პროექტის განხორციელება დაგეგმა, რაც სექტორში დამატებით ინვესტიციას მოიზიდავს და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
2011 წლის მეოთხე კვარტალში, საქართველოში 337,5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია შემოვიდა, აქედან, 79 მლნ ენერგეტიკის სფეროშია ჩადებული.

















