არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" (აფბა) მიიჩნევს, რომ სტუდენტებისთვის სესხები უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.
ასოციაციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას ნიჭიერი ახალგაზრდების უმაღლესი სასწავლებლებიდან წასვლა და ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხის მოპოვების მსურველ პერსპექტიულ სტუდენტებს სესხის აღებისას გარანტორად დაუდგეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით "აფბა" დღეს ბრიფინგს გამართავს.
"აფბას" შეფასებით, სტუდენტური სესხები ნაკლებად ხელმისაწვდომია, მყარი გარანტიის არქონის გამო კი, ახალგაზრდები სესხს ვერ იღებენ და სწავლას წყვეტენ.

















