პარიზში გამართულ საკონდიტრო ხელოვნების მსოფლიო ჩემპიონატში კომპანია "გუდვილის" კონდიტერები საუკეთესოთა ათეულში მოხვდნენ.
როგორც "ნიუსპრესს" "გუდვილის" პრესსამსახურიდან აცნობეს, საკონდიტრო ნაწარმის ოთხდღიანი მარათონი "გუდვილის" კონდიტერების ორმაგი წარმატებით დასრულდა. საუკეთესო ათეულში მოხვედრის გარდა, კონდიტერებმა მედიის სიმპატიის ჯილდოც დაიმსახურეს.
"მსოფლიო ჩემპიონატში "გუდვილის" კონდიტერთა მონაწილეობა ძალიან საპასუხისმგებლო მისია იყო. ჩვენმა კონდიტერებმა შეძლეს და დაამტკიცეს, რომ საკონდიტრო ხელოვნება საქართველოშიც საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული. 135 მონაწილე ქვეყნიდან "გუდვილის" კონდიტერები საუკეთესო ათეულში მოხვდნენ. ეს არის თავდაუზოგავი შრომის , და პროფესიონალიზმის შედეგი, რომელსაც კონდიტერების მრავალწლიანი სწავლება უდევს საფუძვლად"–განაცხადა "გუდვილის" გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჩარკვიანმა.
კონდიტერთა მესამე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო პირველად იყო წარდგენილი.

















