ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დუშეთის რაიონის რამდენიმე სოფელს ეწვია.
როგორც "ნიუსპრესს" ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს, ნინო ენუქიძე მოსახლეობას ტყითსარგებლობის საკითხებთან დაკავშირებით შეხვდა.
სოფლების - ლაფანაანთკარი, დავათი, ძველი ოსები, აბანოსხევისა და ჭოპორტის შემოგარენში 4200 კუბ.მეტრის ოდენობით სოციალური ჭრის ტყე-კაფებია გამოყოფილი. სსიპ "ბუნებრივი რესურსების სააგენტომ" ტყე-კაფთან მისასვლელი 6,5 კმ სიგრძის სატყეო–სამეურნეო გზის გაწმენდა–რეაბილიტაცია განახორციელა, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას გამოყოფილი ტერიტორიებიდან შეშა გამოაქვს.
"ბუნებრივი რესურსების სააგენტოს" მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტის მდგომარეობით 2500 კუბ.მეტრი საშეშე მერქანია ათვისებული, ხოლო წლის ბოლომდე მოსახლეობას კიდევ 170 კუბ.მეტრის რესურსის გამოყენება შეეძლება.

















