საქართველოში 2011 წელს, 2010-თან შედარებით, 20 პროცენტით მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო.
სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცამებით, შარშან ქვეყანაში სულ 981 მლნ აშშ დოლარის ოდენობის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. 2010 წლის დაზუსტებული მაჩვენებელი კი - 815 აშშ დოლარს შეადგენს.
შარშანდელ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში რეინვესტირების წილი 38.5 პროცენტია.
ამავე მაჩვენებლებით, ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყანა ნიდერლანდებია. 2011 წლის წინასწარი მონაცამებით, ნიდერლანდებიდან საქართველოში 213 მლნ 400 ათასი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, მეორე ადგილზეა დანია 99.9 მლნ აშშ დოლარით, სამეულს საერთაშორისო ორგანიზაციების 94.5 მლნ აშშ დოლარიანი ინვესტიცია ასრულებს.
77 მლნ 400 ათასი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა საქართველოში შარშან თურქეთიდან, 94 მლნ 200 ათასი აშშ დოლარი კვიპროსიდან, ხოლო 52 მლნ 300 ათასი აშ დოლარი - რუსეთიდან.

















