სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევისთვის, დღეს არსებული 500 ლარიანი ჯარიმა 200 ლარამდე შემცირდება.
საგადასახადო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტით, მთავრობამ პარლამენტს უკვე მიმართა, რომელიც რიგ საკითხებთან ერთად საგადასახადო კუთხით დაწესებული სანქციების შემცირებასაც ითვალისწინებს.
ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, ახალ სალარო აპარატებზე გადასვლის თარიღმა 1 აპრილამდე გადაიწია.