საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა,
დღეს TRACECA-ს (ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის) სამთავრობოთაშორისი კომისიის გენერალური მდივანი ედუარდ ბირიუკოვი მიიღო.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო TRACECA-ს პროექტების მიმდინარეობისა და აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდის საკითხები.
მათ შორის, საუბარი წარიმართა პროექტზე ”Silk Wind”, რომელიც ითვალისწინებს საკონტეინერო ბლოკ-მატარებლის ამოქმედებას ყაზახეთიდან თურქეთის მიმართულებით აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს დამატებითი ტვირთნაკადის მოზიდვას საქართველოს გავლით ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს პროექტზე, რომელიც ბაქო-თბილისი-ბათუმი-ტრაბზონის ავტომაგისტრალზე დამხმარე საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ითვალისწინებს.

















