ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე, დღეს  ქვესადგურს  „გარდაბანი 500  ეწვია და ობიექტზე  განხორციელებული სარეაბილიტაციო  სამუშაოები დაათვალიერა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი  წინასადღესასწაულო  დღეებთან  დაკავშირებული სამზადისის  შესახებ  „საქართველოს  სახელმწიფო  ელექტროსისტემის“  ანგარიშსაც  გაეცნო.  წინასაახალწლო პერიოდში კომპანია მუშაობის 24-საათიან რეჟიმში გადადის. მობილიზებულია ყველა თანამშრომელი, რადგან ამ პერიოდში ქვეყნის ელექტროენერგიის მოხმარება მკვეთრად იზრდება.
ქვესადგურს “გარდაბანი 500”-ის მეშვეობით,  აღმოსავლეთ საქართველოში არსებული თბოსადგურების  მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდება. 
ქვესადგური  ექსპლუატაციაში 1963 წელს შევიდა, ხოლო “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას” დაქვემდებარებაში 2006 წელს გადაეცა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












