საქართველოს ეროვნული ბანკი მისამართს იცვლის.
დღესიდან ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული ოფისი თბილისში, სანაპიროს 2 ნომერში განთავსდება.
დღემდე საქართველოს ეროვნული ბანკი რამდენიმე შენობაში იყო განთავსებული, რაც, ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, მის ეფექტურ ფუნქციონირებას აფერხებდა.
17 დეკემბრიდან კი, ეროვნული ბანკის ყველა ადმინისტრაციული ერთეული, ერთ შენობაში სანაპიროს 2 ნომერში აგრძელებს საქმიანობას. ამ შენობის პირველ სართულზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილებაა განთავსებული, სადაც ეროვნული ბანკის თანამშრომლები პასუხსა და რჩევებს მისცემენ დაინტერესებულ პირებსა თუ ფინანსური სექტორის მომხმარებლებს.

















